Microsoft-მა ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა

6

კომპანია Microsoft-მა, 14 იანვრიდან ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მხარდაჭერა შეწყვიტა. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

Windows 7-ის მხარდაჭერის შეჩერების შემდეგ კომპიუტერი კვლავ იფუნქციონირებს, მაგრამ Microsoft-ი ტექნიკურად მას აღარ დაუჭერს მხარს, აღარც პროგრამული უზრუნველყოფა აღარ განახლდება და აღარც უსაფრთხოების სისტემა.

„Windows 7-ის გამოსვლიდან 10 წელი გავიდა და მისი მხარდაჭერა წყდება 2020 წლის 14 იანვარს. პროგრამული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების სისტემის განახლების გარეშე თქვენ ვირუსების მომატებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუკი კომპიუტერი 3 წლამდეა, კომპანია მომხმარებლებს Windows 10-ის დაყენებას სთავაზობს. ამ შემთხვევაში, განახლებისთვის 199 აშშ დოლარი იქნება საჭირო. თუკი კომპიუტერი 3 წელზე მეტის არის, მაშინ კომპანია, Windows 10-ის ოპერაციული სისტემით ახლის შესყიდვას სთავაზობს მომხმარებლებს.

ოპერაციული სისტემა Windows 7 გაყიდვაში 2009 წლის 22 ოქტომბერს ჩაეშვა. 2011-დან 2017 წლამდე კი, მსოფლიოში, მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, იგი ლიდერი იყო.

Comments
Loading...