Microsoft-მა აღიარა, რომ მომხმარებლებს უსმენდა

7

კორპორაცია Microsoft-ი, ხმოვანი ასისტენტის Cortana-ს და Skype Translator-ის მეშვეობით, მომხმარებლების კომუნიკაციას იწერდა. ამ ეტაპზე კი, კომპანიის თანამშრომლები და კონტრაქტორები სწავლობენ აღნიშნულ მონაცემებს, რათა გააუმჯობესონ სერვისი. ამის შესახებ ინფორმაციას Microsoft-ის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კორპორაციამ განაახლა კონფიდენციალურობის შესახებ ინფორმაცია და თავისი პროდუქციის FAQ განყოფილება, რათა მუშობაში უფრო მეტი ღიაობა შეეტანა.

ბოლო თვეების განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე IT კომპანიამ აღიარა, რომ თავიანთი მომხმარებლების ზოგიერთ შეტყობინებას უსმენდნენ. ყველანი კი ამას იმით ხსნიან, რომ ეს აუცილებელია ხმოვანი ასისტენტის აპლიკაციისა და სხვა სერვისების გაუმჯობესებისთვის.

სწორედ ხმოვანი ასისტენტების გაუმჯობესებას ასახელებენ Google და Amazon. Facebook-მა კი განაცხადა, რომ ამუშავებდნენ სხვადასხვა სერვისის მომხმარებელთა ხმოვან შეტყობინებებს, რათა გაერკვიათ, რამდენად ზუსტად ფუნქციონირებდა აპლიკაცია.

Comments
Loading...