- Advertisement -

Mercedes-Benz-მა ელექტროკროსოვერის EQC პირველი მოდელი წარადგინა

26

კომპანიამ Mercedes-Benz, სერიული ელექტროკროსოვერის EQC მოდელი პირველად წარადგინა. წარდგენა სტოკჰოლმში გაიმართა, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კომპანიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილის ახალი მოდელის შექმნაში, ავტოგიგანტი 10 მილიარდი ევროს ჩადებას აპირებდა, თუმცა რეალურმა ხარჯებმა მოსალოდნელს გადააჭარბა.

ელექტროკროსოვერმა EQC, კროსოვერს Tesla Model X. უნდა გაუწიოს კონკურენცია.

Mercedes-Benz-ის ელექტროკროსოვერის შიდა ინტერიერის ამსახველი კადრები ტვიტერზე 29 აგვისტოს გავრცელდა. კადრებზე ჩანს, რომ EQC-ში ინსტრუმენტების ციფრული პანელი უნდა დამონტაჟდეს.

2017 წელს, პარიზის ავტოსალონზე EQS-ის კონცეპტის პრეზენტაციისას, Mercedes-Benz-მა განაცხადა, რომ ელექტროკროსოვერის ბატარეის სიმძლავრე 500 კილომეტრს გაუძლებს.

2022 წლისთვის კი, ავტოკონცერნი Daimler, რომელიც Mersedes-Benz-ის სტრუქტურაში შედის, ელექტრომობილის 10 მოდელის შექმნას აპირებს.

Comments
Loading...