Mercedes-Benz-ი, ლუქის გაუმართაობის გამო, 745 ათას ავტომობილს უკან გაიხმობს

4

გერმანული საავტომობილო კონცერნი Daimler AG, რომლის მფლობელიც კომპანია Mercedes-Benz-ია, აშშ-დან დაახლოებით 745 ათასი ავტომობილის უკან გამოხმობას აპირებს, რისი მიზეზიც ლუქის გაუმართაობაა.

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელ გამოშვებული გერმანული მარკის C, CLK, CLS და E-Class მოდელების ავტომობილების ლუქის მუშაობაში ხარვეზი გამოვლინდა, რამაც შესაძლოა გზაზე ავარიული სიტუაცია გამოიწვიოს.

ავტომობილების უკან გამოხმობა 14 თებერვალს არის დაგეგმილი. დილერები ავტომობილების ლუქის შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, მის გამოცვლას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მძღოლებს, რომლებმაც აქამდე უკვე შეაკეთეს ლუქი, თანხა, კომპენსაციის სახით უკან დაუბრუნდებათ.

გასულ წელს, დეკემბერში, Mercedes-Benz Daimler AG-მა, ავტომობილების უკან გახმობის პროგრამის არ დაცვის გამო, თანხმობა განაცხადა 20 მილიონი აშშ დოლარის გადახდაზე. შეთანხმების მიხედვით, რომელიც კომპანიამ ამერიკის ფედერალურ სააგენტოსთან გააფორმა, Daimler-მა უნად გადაიხადოს 13 მილიონი აშშ დოლარი.

Comments
Loading...