- Advertisement -

Mazda-მ გაუმართაობის გამო, 640 ათასი ავტომობილი უკან გაიხმო

5

კორპორაცია Mazda იაპონიიდან თავის 230 ათას, ხოლო საზღვარგარეთიდან 410 ათას ავტომობილს უკან გაიხმობს. აღნიშნული ქმედება გაუმართაობის გამო ხდება, რომელიც ავტომობლის დიზელის ძრავის ზამბარას ეხება.

გავრცელებული ინფომრმაციის მიხედვით, გაუმართაობამ შესაძლოა ძრავის დეფექტიანი ფუნქცონირება და საბოლოოდ მისი გაჩერება გამოიწვიოს.

აქამდე, იაპონურმა კომპანიამ Subaru, 5 ნოემბერს განაცხადა, რომ უკან გაიხმობს 100 ათას ავტომობილს, მათ შორის Impreza-ს მარკის მოდელებსაც, რაც მუხრუჭების მუშაობაში გაუმართაბამ გამოიწვია. კომპანიას, დეფექტიანი ავტომობილების გარემონტება მთლიანობაში 57,4 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.

Comments
Loading...