Marlboro-მ შესაძლოა მარიხუანას მწარმოებელ კომპანიაში ინვესტიციები ჩადოს

9

სიგარეტების მწარმოებელი კომპანია Marlboro Altria Group განიხილავს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს კომპანიების კანადურ ჯგუფში Cronos, რომელიც სამედიცინო დანიშნულების მარიხუანას აწარმოებს. ამის შესახებ Market Watch-ი კომპანია Cronos-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯერჯერობით არანაირი გარანტია არსებობს იმისა, რომ მოლაპარაკებების შედეგი აუცილებლად ინვესტიციების განხორციელებამდე ან რაიმე სახის შეთანხმების გაფორმებამდე მივიდეს.

აგრეთვე Reuters წერს, რომ ჰოლდინგ კომპანია Altria Group მოლაპარაკებებს აწარმოებს Cronos-ის შესყიდვასთან დაკავშირებით.

ნოემბრის მიწურულს კი, გაზეთი The Wall Street Jourlal წერდა, რომ Altria Group მოლაპარაკებებს აწარმოებს სატარტაპთან Juul Labs, რომელიც ელექტრო სიგარეტებს აწარმოებს. მოლაპარაკებები კი კომპანიის მსხვილი აქციების შესყიდვის საკითხს ეხებოდა.

Comments
Loading...