Lego-ს დამაარსებლის ოჯახის კომპანიამ ერთ დღეში 150 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა

4

საინვესტიციო კომპანიამ Kirkbi, რომელიც კომპანია Lego-ს დამაარსებლის კირკ კრისტიანსენის ოჯახს ეკუთვნის, ერთ დღეში 150 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამის მიზეზი კომპანია ISS-ის (რომლის 15%-იც კომპანია Kirkbi-ს ეკუთვნის) შემოსავლის 20%-ით დაცემა გახდა.

ISS-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ გრეივერჰორსტმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის შემოსავლის ზრდას ელოდება. 7 ნოემბერს კომპანია ISS-ის აქციები 3,5%-ით დაეცა. მიმდინარე წლის განმავლობაში, მთლიანობაში კი, ჰოლდინგის ღირებულება თითქმის ერთი-მეოთხედით დაეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით Kirkbi კომენტარს არ აკეთებს, წერს Bloomberg-ი.

კომპანია Kirkbi-ს 75%-ის მფლობელი Lego Group-ია, ხოლო 29,6%-ის მფლობელი კი – Merlin Entertainments-ი, რომელიც ფლობს Legoland-ის თემატურ პარკებს.

Comments
Loading...