LAP Landscape & Urban Design თბილისში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას პარკად გარდაქმნის

13

ნიდერლანდური ვებ-გვერდი architectenweb.nl ეხმაურება თბილისში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენების გეგმას.

36 ჰექტარზე პარკს გაანაშენებს LAP Landscape & Urban Design, რომელმაც ყველა ასაკის მაცხოვრებლებისთვის პარკში 26 ზონა გამოყო სხვადასხვა ფუნქციებით. პარკი მდებარეობს საბურთალოს უბანში, სადაც 350,000 მოსახლემდე ცხოვრობს და სადაც ახალი ოჯახებისთვის ბევრი ახალი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება . პარკში ერთდროულად 10,000-15,000 მოქალაქეს ექნება განტვირთვის შესაძლებლობა.

პარკის სხვადასხვა ზონები ითვალისწინებს ყველა ასაკის მოქალაქის ინტერესებს და გამოყოფილი იქნება როგორც საბავშვო სათამაშო სივრცეები, ასევე ადგილები ხანდაზმულთათვის. პარკში იქნება სარბენი და ველო ბილიკები და ასევე გამოყოფილი იქნება სივრცეები ფრანგული და იაპონური ბაღებისთვის. პარკში ასევე იქნება ტბა, კვების ობიექტი და ხიდები.

პარკი 2022 წლის ზაფხულში გაიხსნება.

Comments
Loading...