Jay-Z პირველი რეპერი-მილიარდერი გახდა

8

ამერიკელი რეპერი Jay-Z (ნამდვილი სახელი შონ კორი კარტერი) მსოფლიოში პირველი რეპერი გახდა, რომლის ქონებას 1 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

რეპერის ქონების შეფასებისას, გამოცემამ გაითვალისწინა შემოსავლები სხვადასხვა კომპანიებიდან და შესწორებები ვარსკვლავის ცხოვრების სტილის მიხედვით გააკეთა. ჟურნალისტებმა, თავიანთი შედეგი შემდეგ ექსპერტებთან გადაამოწმეს.

2018 წელს, Forbes-მა Jay-Z ერთ-ერთ ძვირადღირებულ მუსიკოსად დაასახელა. მაშინ ერთი წლის განმავლობაში, რეპერმა კონცერტების შედეგად 76,5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისმა მეუღლემ, ბიონსემ კი, ერთი წლით ადრე, კონცერტების შედეგად 105 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

გასულ წელს, Forbes-ის რეიტინგში, Jay-Z ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეპერი გახდა, მან გაუსწრო ისეთ შემსრულებლებს, როგორიც არის Diggy (64 მილიონი აშშ დოლარი), კენდრიკ ლამარი (58 მილიონი აშშ დოლარი), დრეიკი (47 მილიონი აშშ დოლარი), J.Cole (35,5 მილიონი აშშ დოლარი) და კანიე ვესტი (27,5 მილიონი აშშ დოლარი).

Comments
Loading...