Ipsos: ბედნიერების მომტანი წყაროებიდან, ყველაზე მნიშვნელოვნად რესპონდენტები ჯანმრთელობას მიიჩნევენ

10

Ipsos-ი მსოფლიოს 28 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგების თანახმად, ბედნიერების შეგრძნების მომტანი 29 პოტენციური წყაროდან ყველაზე მნიშვნელოვნად რესპონდენტები მიიჩნევენ ჯანმრთელობას (55%), შვილებს (48%), მეუღლესთან/პარტნიორთან დამოკიდებულებას (48%), ემოციური შეგრძნებას იმისას, რომ საკუთარ ცხოვრებას აქვს აზრი (47%), პირად უსაფრთხოებას (45%).

მთლიანად, მსოფლიოში, 2018 წელთან შედარებით, 6%-ით, 70%-დან 64%-მდე არის შემცირებული იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც თავს ბედნიერებად მიჩნევენ.

ბედნიერების შეგრძნების მომტანი 29 პოტენციური წყაროდან ყველაზე მნიშვნელოვნად რესპონდენტები მიიჩნევენ ჯანმრთელობას (55%), შვილებს (48%), მეუღლესთან/პარტნიორთან დამოკიდებულებას (48%), ემოციური შეგრძნებას იმისას, რომ საკუთარ ცხოვრებას აქვს აზრი (47%), პირად უსაფრთხოებას (45%).

ყველაზე ნაკლები რესპონდენტი მიიჩნევს მისთვის ბედნიერებად მომტანად მის ქვეყნის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას (22%), ქველმოქმედებაში და სხვის დახმარებაში დახარჯული დროის და ფულის ხანგრძლივობას (22%), საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (22%), სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას (17%), სოციალურ ქსელებში გატარებულ დროს (11%).

ჩამოთვლილ ოცდაცხრა კომპონენტს შორის მე-8 ადგილზეა მნიშვნელოვანი სამსახური/თანამდებობა (43%), მე-9 ადგილზე ბევრი ფულის ქონა (42%), მე-12 ადგილზე ჰობი/ინტერესები (39%), მე-13 მეგობრები (38%), მე-16 ადგილზე კარგი სექსუალური ცხოვრება (34%), მე-17 ქვეყნის დოვლათიანობა (34%) მე-19 ეკონომიკის მდგომარეობა (28%), 21- ადგილზეა რელიგიური და სულიერი კეთილდღეობა (28%).

კარგი სექსუალური ცხოვრება ყველაზე მეტ რესპონდენტს მიაჩნია ბედნიერებად:

ბრაზილიაში – 49%
კოლუმბიაში – 48%
თურქეთში – 47%
ჩილეში – 44%
მექსიკაში – 43%
უნგრეთში – 41%
არგენტინაში – 40%
რუსეთში – 40%
პერუში 39%
სამხრეთ აფრიკაში 38%
ესპანეთში 37%
საფრანგეთში 37%
ინდოეთში – 36%
ბელგიაში – 34%
ჩინეთში – 33%
აშშ-ში – 32%
იტალიაში – 32%
სერბეთში – 32%
კანადაში – 30%
ავსტრალიაში – 29%
პოლონეთში – 29%
შვედეთში – 29%
დიდ ბრიტანეთში – 24%
მალაიზიაში – 24%
გერმანიაში – 22%
სამხრეთ კორეაში – 21%
იაპონიაში – 13%

საუდის არაბეთელი რესპონდენტებისთვის შედგენილ კითხვარში ეს კომპონეტი არ იყო შეტანილი.

Comments
Loading...