iPhone-ის ახალი მოდელების გამოშვება რამდენიმე კვირით გადადო,

14

კომპანიამ Apple iPhone–ის ახალი მოდელების გამოშვება რამდენიმე კვირით გადადო, ამის შესახებ კომპანიის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა დირექტორმა განაცხადა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გასულ წელს კომპანიამ iPhone–ის ახალი მოდელების ხაზი 10 სექტემბერს წარადგინა, ხოლო 20 სექტემბერს ისინი გაყიდვაში ჩაეშვა. ამრიგად, Bloomberg- ის ვარაუდით, ახალი iPhone–ები ოქტომბერში გამოჩნდება და არა სექტემბერში.

”გასულ წელს ახალი iPhones-ის გაყიდვა დავიწყეთ სექტემბრის ბოლოს, წელს კი მიწოდება რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყება.” – აცხადებს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Apple ოფიციალურად არ განმარტავს შეფერხების მიზეზებს, მაგრამ ჭორები იმის შესახებ, რომ პირველი iPhone 5G-ის გამოსვლა გადაიდებოდა, გაზაფხულზე გამოჩნდა. მედიამ კი ეს ახსნა კორონავირუსული პანდემიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემებით.

Comments
Loading...