- Advertisement -

Instagram-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

8

სოციალურ ქსელ Instagram-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, ეს ადამ მოსერია, რომელიც აქამდე პროდუქციის საკითხებში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. შესაბამის განცხადებას სოციალური ქსელის დამაარსებლები კევინ სისტრომი და მაიკ კრიგერი ავრცელებენ, რომლებმაც დატოვეს კომპანია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსერიმ საკუთარი კარიერა, როგორც დიზაინერმა დაიწყო, ხოლო 2008 წელს სოციალურ ქსელ Facebook-ის გუნდს შეუერთდა, სადაც მენეჯმენტით იყო დაკავებული და სოციალური ქსელის მობილურ ვერსიასა და სიახლეების ხაზზე მუშაობდა.

Instagram-ის დამაარსებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოსერი კომპანიის ყველა ბიზნეს საკითხებს ჩაუდგება სათავეში და ტოპ-მენეჯერების ახალ გუნდს ჩამოაყალიბებს. კომპანიის დატოვების შესახებ, კრიგერმა და სისტრომმა სექტემბრის მიწურულს განაცხადეს. ამასთან, სისტრომი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო კრიგერი მთავარი ტექნიკური დირექტორი იყო.

გაზეთი The New York Times აღნიშნავს, რომ მათ კომპანიის დატოვება მაშინ გადაწყვიტეს, როდესაც კომპანია Facebook-ს კრიზისის პერიოდი ჰქონდა. ამ უკანასკნელმა კი საბოლოოდ, 2012 წელს Instagram-ი 1 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა.

Comments
Loading...