Instagram-მა რამზან კადიროვის ექაუნთის აღდგენას შეცდომა უწოდა

6

სოციალურმა ქსელმა Instagram ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ექაუნთის აღდგენას შეცდომა უწოდა. ამის შესახებ კომპანიის პრესმდივანი BuzzFeed News-თან საუბრობს.

“ეს ჩანაწერი შეცდომით აღადგინეს და ახლა წაშლილია”, – აცხადებს იგი.

დღეს კადიროვის ექაუნთს Instagram-ში ბლოკი მოხსნეს. ამასთან დაკავშირებით, ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ საბოლოოდ მაინც სამართლიანობამ იზეიმა. მისი თქმით, ბლოკის შედეგად მის ხელმომწერებს აღარ ჰქონდათ ინფორმაციის პირველწყაროსგან მიღების საშუალება.

კადიროვმა სოციალურ ქსელში, ბლოკის მოხსნის შემდეგ პირველი პოსტიც გამოაქვეყნა, რომელიც პისტოლეტს ეხება. თუმცა, ახლა უკვე აღნიშნული ჩანაწერი აღარ ჩანს.

ჩეჩნეთის ლიდერის სოციალური ქსელები Instagram და Facebook 2017 წლის დეკემბერში დაიბლოკა. Facebook-მა ეს ბლოკი იმით ახსნა, რომ კადიროვი აშშ-ის მიერ განხორციელებული სანქციების სიაში მოხვდა, რის გამოც კომპანიას იურიდიული ვალდებულება აქვს მისი გვერდის დაბლოკვის. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აშშ-ის სანქციების სიაში 20 დეკემბერს მოხვდა. აშშ-ის ხელისუფლების მოსაზრებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კადიროვი ადამიანის უფლებების დარღვევას დაუკავშირა, რომლის შორისაც არის მკვლელობა და წამება.

Comments
Loading...