Instagram-ი წაშლის აქტივობებს, რომლებსაც სხვა პროგრამები აუდიტორიის ხელოვნურად გასაზრდელად იყენებს

9

სოციალური ქსელი Instagram წაშლის იმ “ლაიქებს”, ხელმოწერებსა და კომენტარებს, რომლებიც სხვა პროგრამების მეშვეობით არის განხორციელებული. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

“არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ დავინახეთ ექაუნთები, რომლებსაც იყენებს სხვა პროგრამები, რათა ხელოვნურად გაზარდონ თავიანთი აუდიტორია”, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალურ ქსელში შეიმუშავეს საშუალება, რომლის მეშვეობითაც გამოაშკარავდება მსგავსი ექაუნთები და წაიშლება მათ მიერ განხორციელებული აქტივობები. კომპანიაში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მსგავსი ხელმოწერები, კომენტარები და „ლაიქები“ ეწინააღმდეგება Instagram-ის წესებს.

მომხმარებლები, რომელთა შესახებაც Instagram დაეჭვდება, რომ ხელოვნურად მუშაობს აუდიტორიის გაზრდაზე, მიიღებენ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ სოციალური ქსელი წაშლის მათ აქტივობებს. გარდა ამისა, მათ მიუვათ შეთავაზება პაროლის გამოცვლის შესახებ.

Instagram-მა აქამდეც წაშალა ყალბი გვერდები, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშრებით საჯაროდ განაცხადა.

Comments
Loading...