- Advertisement -

Instagram-ი შოპინგისთვის ცალკე აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს

47

Instagram ახალი, დამოუკიდებელი აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მთლიანად შოპინგზე იქნება ორიენტირებული. აღნიშნულ აპლიკაციას სავარაუდოდ  IG Shopping  დაექმევა. აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა კომპანიების პროდუქციას ადევნონ თვალი და სურვილის შემთხვევაში მარტივად შეიძინონ. ამის შესახებ ინფორმაციას The Verge ავრცელებს, თუმცა Instagram კომენტარს არ აკეთებს. 

აპლიკაციის გამოსვის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან ამჟამად მისი შემუშავება ჯერ კიდევ პროცესშია, თუმცა შესაძლოა აღნიშნული პროექტი პრეზენტაციამდე დახურონ.

Comments
Loading...