Instagram-ის მუშაობაში შეფერხება მოხდა

5

Instagram-ის ფუნქციონირება შეფერხებული იყო. შესაბამისი ინფორმაცია Downdetector-მა დააფიქსირა.

მომხმარებელთა უმრავლესობა ამბობდა, რომ პრობლემა იყო სიახლეების ჩატვირთვისას, რომ გამოსახულება არ ჩანდა, კიდევ ზოგს პრობლემა შეექმნა საკუთარ ანგარიშში შესვლასთან დაკავშირებით და სხვა.

პრობლემების შესახებ იუწყებოდნენ მომხმარებლები აშშ-ის აღმოავლეთ სანაპიროდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან. პრობლემები აგრეთვე ჰქონდათ პოლონეთის, ხორვატიისა და უნგრეთის მაცხოვრებლებსაც.

აქამდე სოციალური ქსელის მუშაობაში ხარვეზი 1 მაისს დაფიქსირდა. მაშინ პრობლემა იყო სიახლეების გვერდის ჩატვირთვასთან, ავტორიზაციასთან დაკავშირებით.

Comments
Loading...