IKEA 46 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის იმ ბავშვის მშობლებს, რომელიც კომპანიის კომოდიდან გადმოვარდნით დაიღუპა

15

IKEA 46 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის იმ ბავშვის მშობლებს, რომელიც კომპანიის მიერ წარმოებული კომოდიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ბავშვი 2017 წელს დაიღუპა. მანამდე ერთი წლით ადრე სამი ასეთი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, რის შემდეგაც, კომპანიამ IKEA, აშშ-დან აღნიშნული კომოდები გაყიდვებიდან ამოიღო. ბავშვის მშობლებმა კი განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და რომ კომპანია მათ არ დაკავშირებია. მათი განცხადებით, ის, რომ კომოდის კონსტრუქცია მყარი არ არის და არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს, მხოლოდ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაირკვა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კომოდის გამო სიკვდილის ათი შემთხვევა დაფიქსირდა.

2016 წელს, კომპანიამ IKEA, სამი ბავშვის სიკვდილის შემთხვევის შემდეგ, თავისი კომოდები – Malm – გაყიდვებიდან ამოიღო.

Comments
Loading...