- Advertisement -

II კვარტალში ხორცის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 13%-ით შემცირდა

39

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში ხორცის წარმოებამ 14.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით ნაკლებია.

ამავე პერიოდში, რძის წარმოებამ 183.4 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 156.5 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.1 პროცენტით აღემატება.

Comments
Loading...