II კვარტალში, წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 677.9 მლნ ლარი შეადგინა

12

2018 წლის მეორე კვარტალში, წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, 277.2 მლნ აშშ დოლარი (677.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.7 პროცენტია.

მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებში განხორციელდა.

2018 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.5 მლნ აშშ დოლარი (901.4 მლნ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 8.9 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მეორე კვარტალში წლიურად 20.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 28.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 24.5 პროცენტით გაიზარდა.

Comments
Loading...