II კვარტალში რძის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 5.2%-ით შემცირდა

49

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 183.4 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 14.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 156.5 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.1 პროცენტით აღემატება.

Comments
Loading...