- Advertisement -

II კვარტალის ბოლოსათვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 5.9%-ით შემცირდა

35

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 977.4 ათასი სული შეადგინა და 2017 წლის II კვარტალთან შედარებით 5.9 პროცენტით შემცირდა.

აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამურმა რაოდენობამ 467.0 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.5 პროცენტით ნაკლებია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლნ. სულს მიაღწია. ღორების რაოდენობა 226.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 14.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ფრინველის რაოდენობამ 11.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Comments
Loading...