IDFI: რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა იკლებს, გადარიცხული თანხები კი იმატებს

434

საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშნელოვანი წყარო რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები დიდი ქართული დიასპორაა. თუმცა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით 2014 წლიდან რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად იკლებს, ხოლო გადარიცხული თანხები იმატებს,-ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

IDFI-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე.

“რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობა სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების მაჩვენებლების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი არასტაბილურობით გამოირჩევა.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ აუცილებელია საქართველოში უცხოური ვალუტის ალტერნატიული არხებიდან შემოდინების განვითარების ხელშეწყობა, რაც შეამცირებს საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკურ სტაბილურობაზე დამოკიდებულებას”,-აღნიშნავენ IDFI-ში.

Comments
Loading...