- Advertisement -

ICANN-მა 11 ოქტომბრის მერე, მსოფლიო ინტერნეტ ქსელში შეფერხებების შესახებ განაცხადა

20

აგვისტოს მიწურულს, დომენის სახელებისა და IP-მისამართების მმართველმა კორპორაციამ (ICANN) განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად, კრიპტოგრაფიული გასაღებების შეცვლისთვის ემზადება, რომლებიც იცავს ინტერნეტის დომენის სახელებს (DNS).

ახალ გასაღებებზე გადასვლა (Key Signing Key, KSK) 11 ოქტომბერს უნდა მოხდეს. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინტერნეტ მომხმარებლების გარკვეულ რაოდენობას შეეზღუდება წვდომა დომენის სახელებზე, რომლებსაც კომპიუტერები ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით იყენებენ. ამის გამო, მომხმარებლების გარკვეული ნაწილი, ინტერნეტ ველში საიტის მისამართის ჩაწერისას, ვებ-გვერდის გახსნას და მითითებულ მისამართზე გადასვლას ვერ შეძლებენ.

მიუხედავად გამოქვეყნებული განცხადებისა, 11 ოქტომბერი ეს დროებითი თარიღია ახალ გასაღებებზე გადასვლისთვის. გადასვლის ზუსტი თარიღი კი კორპორაციის მმართველი გუნდის სხდომაზე დადგინდება, რომელიც მომდევნო კვირას, 12 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

Comments
Loading...