HUAWEI Mate 20 სერიამ მედია აალაპარაკა – რას წერენ ისინი

16

როდესაც HUAWEI -მ გაყიდვებით Apple-ს გადაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ყოველშემთხვევაში ამას ხაზს უსვამდნენ ექსპერტები. თუმცა ახლა, განსაკუთრებით კი,  ახალი Mate 20 სერიის წარდგენის შემდეგ,  ისინი უკვე HUAWEI-ს პირველი ადგილის დაკავებას და Samsung-ის ჩანაცვლებასაც უწინასწარმეტყველებენ.

HUAWEI Mate20  სერიის წარდგენამ და მისმა უნიკალურმა შესაძლებლობებმა, მედიაც აალაპარაკა.

„HUAWEI Mate20 Pro არის სმარტფონი, რომელიც აანერვიულებს Apple-ს და Samsung-ს. ეს არის სმარტფონი მსოფლიოში საუკეთესო კამერით, ძლიერი პროცესორითა და უძლიერესი ელემენტით. ამ ყველაფერს სხვა უნიკალური ფუნქციებიც ემატება,  როგორიც არის ტელეფონების უსადენო დატენვა და დისპლეიში განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი,“ – საკმაოდ ამბიციურ განაცხადებას ავრცელებს Hi-tech.mail.ru და არცთუ უსაფუძვლოდ.

https://hi-tech.mail.ru/review/huawei-mate-20-pro-review/?fbclid=IwAR1NxEiMMq51zKNGGvsUHoq3u3ArY8MalvFqGWikFGnHKCLYjwP3eaFl4KQ

გარდა ამისა, ოქტომბრის მონაცემებით, HUAWEI Mate20 სერია პოზიტიურ შეფასებებსა და ჯილდოებს იღებს მედიისგან. მოკლე პერიოდში, 50-მდე ტოპ შეფასება იქნა მიღებული გლობალური და რეგიონული მედიისგან და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მონაცემი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ფაქტია, რომ HUAWEI აძლიერებს კონკურენციას, რადგან იგი პოულობს გზებს გააკვირვოს, გაანებივროს  და გაახაროს თავისი მომხმარებლები. კომპანია  ისეთ ყოველდღიურ ფუნქციებს აქცევს ყურადღებას, როგორიცაა გამძლე და დიდი ელემენტი და ასევე ახალი ფერების ვარიაციები.

Recombu იტყობინება: ”Mate20 Pro წლის საუკეთესო სმარტფონის წოდების კანდიდატია თავისი smart ტექნოლოგიისა და ორიგინალური ფუნქციების წყალობით.” რაც შეეხება Tech Radar-ს, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა: „იმ წელს, როდესაც ყოველი ახალი ტელეფონი წევს მარჟას თავის წინამორბედზე ზემოთ, HUAWEI Mate20 Pro-ს აღმოაჩნდა საკმარისი პრემიუმ ფუნქციები, რათა ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო.  ეს არის ძლიერი სმარტფონი 3 იშვიათი კამერით, და ის გამორჩეული სტილის ნიმუშია, თუმცა მისი ხელწერა ახალი არაჩვეულებრივი „ტრიუკებია“, რომლებსაც, მომავალ წლამდე ვერსად ნახავთ”

„Mate20 Pro გამორჩეული ტელეფონია. კამერა მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანისთვის, თუმცა   საუკეთსო  ეკრანით, სუპერ-სწრაფი დატენვის, უსადენო დატენვისა და უძლიერესი ელემენტით, მთლიანობაში არაჩვეულებრივი ტელეფონია“ – HUAWEI Mate 20 სერიის უპირატესობებს  ხაზი გაუსვა  Tech Advisor-მა.

„HUAWEI Mate 20 Pro არის მასტერკლასი იმისა თუ როგორ უნდა აიყვანო ტელეფონის ტექნოლოგიური განვითარება მაქსიმალურ დონემდე,” – მიაჩნია Stuff Magazine-ს. “ HUAWEI  Mate20 შეგიძლიათ ჩათვალოთ ტრიუმფად. იგი არის ყველაზე შთამბეჭდავი, სრულყოფილი ტელეფონი, მათ შორის რაც კი  HUAWEI -ს აქამდე შეუქმნია.“– მოდელის უნიკლაურობაზე საუბრობენ T3 Magazine-ში.

„მაღალი ხარისხის დიზაინის, საუკეთესო კამერების, არაჩვეულებრივი ელემენტის და მომავალზე ორიენტირებული ფუნქციების კომბინაციით, როგორიცაა, ეკრანზე განთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერი, Mate20 Pro იკავებს თავის პოზიციას 2018 წლის საუკეთესო ფლაგმანურ ტელეფონებს შორის,” – ახალი მოდელის ფუნქციების კომბინაციის უნიკლაურობასა და მის გამორჩეულობაზე მიანიშნებს  Pocket-lint.

„ეს რაღაც სხვა არის,  იგი ძლიერია,  ამასთან მოდური და სახალისოც… იგი ურჩხულია კარგი გაგებით !“ – ემოციებს ვერ მალავენ The Inquirer-ში.

„HUAWEI Mate20 Pro სწრაფია,  ულამაზესი დიზაინითა და ეკრანით. აქვს გამორჩეულად გამძლე ელემენტი, სუპერ-სწრაფი დატენვის ფუნქცია და ერთ-ერთი საუკეთესო კამერა. მას ასევე გააჩნია მოცულობითი  მახსოვრობა,” – წერს Phone Arena.

„Mate20 არაჩვეულებრივი დიზაინის ტელეფონია, არაჩვეულებრივი კამერით, სენსაციური ელემენტითა და დიდი რაოდენობით ძალაუფლებით,“- ამბობენ TechRadar-ში.

„თუკი რამე გახდება აშკარა Huawei Mate 20 Pro-ს ამ განხილვით, ეს უნდა იყოს: მისი ფენომენალური კამერა,“ – ასეთია Bigtechquestion.com -ის პოზიცია.

და მაინც, რა განაპირობებს HUAWEI Mate20 სერიის უპირობო ლიდერობას:

  • ყველაზე დახვეწილი და მიმზიდველი დიზაინი, უნიკალური და ინოვაციური ფერებით.
  • HUAWEI Mate20 სერია აღჭურვილია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური და ყველაზე პატარა 7 ნანომეტრიანი პროცესორით – Kirin 980-ით, რომელიც  20% -ით უფრო ეფექტურად მუშაობს და მოიხმარს 40%-ით უფრო ნაკლებ დროს.
  • ახალი Kirin 980-ის წყალობით შესაძლებელია 46%-ით გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულების მიღება. გარდა ამისა თამაშისას, ხელოვნურ ინტელექტის შეუძლია დადგინდეს სამუშაო დატვირთვის ძალა და უზრუნველყოს რესურსის მოძიება ოპტიმალური გამოსახულებისა და ხარისხის მისაღებად. წინა თაობასთან შედარებით, Kirin 980 ურუნველოყობს აპლიკაციების უსწრაფეს ჩართვასაც.
  • ახალ სმარტფონში შენარჩუნებულია ძველი ტრადიცია და სამივე ძირითადი კამერა შექმნილია ლეიკასთან თანამშრომლობით, რომელთა სისტემაც იძლევა ობიექტების მინიმალურ დისტანციაზე გადაღების სშუალებას და იჭერს ფოკუსს ლინზიდან 2,5 სანიტიმეტრის დაშორებითაც კი. წინამორბედებისგან განსხვევბით ახალ მოდელში გვხვდება უფრო მეტად გაძლიერებული ფართო ხედვის მქონე ლინზა (16 mm).
  • HUAWEI Mate20 სერიას აღჭურვილია Android Pie-ზე დაფუძნებული   ოპერატიული სისტემა  EMUI 9.0-ით, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს ეკრანზე მარტივი შეხებით შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონის ყველა სამუშაო თუ გასართობი ფუნქციით. EMUI 9.0-ს მოყვება GPU Turbo 2.0 – უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის.
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს HiVision-ია, რაც შესაძლებლობას  აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ.
  • HUAWEI_ის ახალ მოდელებში დახვეწილი და გაუმჯობესებულია ელმენტის გამძლეობა. 4200 მილიამპერიანი ელემენტისა და 40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია 30 წუთში ელემნეტის 70%-მდე შევსება.
  • HUAWEI Mate20 Pro არის მსოფლიოში პირველი „სმარტფონი“, რომელსაც აქვს 4.5G LTE Cat. 21 სტანდარტის შესაბამისი მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ 1.4 გბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარით. მას ასევე აქვს მსოფლიოს უსწრაფესი Wi-Fi კავშირი –GB, რომელსაც ჩამოტვირთვისთვის მხოლოდ 10 წამი სჭირდება.
  • HUAWEI Mate20 Pro -ს აქვს 3D Face Unlock მხარდაჭერა. ამ ფუქციის საძუალებით სწრაფად, სულ რაღაც 6 წამში ხდება მომხარებლის ამოცნობა.  3D სიღრმისეული  სენსორის მქონე  კამერის სისტემა წინა მხარესაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც  მოწყობილობას შეუძლია უმაღლესი სიზუსტით დაინახოს სუბიექტის სახის ნაკვთები და აღიქვას უმცირესი დეტალებიც კი.
  • HUAWEI Mate20 სერია ასევე გამოირჩევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი პორტრეტული ფერადი ვიდეორეჟიმით. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით  HUAWEI Mate 20 სერიას შეუძლია ადამიანის გამოსახულების იზოლაცია და მისი ჩაშლა ფერებად ისე, რომ ხაზი გაუსვას პიროვნულ მახასიათებლებს.  ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი განათების სისტემა ახდენს საერთო თემის მქონე ვიდეო კლიპების  იდენტიფიცირებას და ავტომატურად ახორციელებს მონტაჟს.
  • ეკრანშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდით, 3X ოპტიკური ზუმით, 4K მხარდაჭერით, უახლესი პრიცეოსრით, უნიკალური დიზაინით, კამერის ახალი ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებით HUAWEI Mate20 სერია წარმოადგენს სრულყოფილებას ინოვაციური მოწყობილობების ინდსუტრიაში.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადსგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Comments
Loading...