Huawei-ს დირექტორი, Apple-ის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებას უსამართლობად მიიჩნევს

5

Bloomberg-ის შეკითხვაზე, რომელიც აშშ-ში Huawei-ს აკრძალვის გამო კომპანია Apple-ის წინააღმდეგ შესაძლო საპასუხო სანქციების დაწესებას ეხებოდა, Huawei-ის დირექტორმა რენ ჟენგფეიმ განაცხადა, რომ iPhone-ის მწარმოებლების წინაღმდეგ, ჩინეთის ხელისუფლების მიერ საპასუხო სანქციების შესაძლო დაწესებას უსამართლობად მიიჩნევს.

“ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომები მიღებული არ იქნება. თუმცა, თუკი ეს მაინც მოხდება, პირველი ვიქნები, რომელიც ამის წინააღმდეგ წავა.” – განაცხადა მან.

ბიზნესმენმა აღიარა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები კომპანიისთვის შემაფერხებელი ფაქტორია, თუმცა Huawei მაინც მიაგნებს მეთოდს, რათა ჭკვიანი ტელეფონებისა და 5G-ის ბაზარზე ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს.

მაისის შუა რიცხვებში, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ კომპანია Huawei შავ სიაში შეიყვანა. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ჩინური კომპანია სავარაუდოდ გარეულია ისეთ ქმედებაში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის ნაციონალურ უსაფრთხოებასთან და მის საგარეო პოლიტიკასთან.

აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მას მერე მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში, საკომუნიკაციო ქსელების დაცვის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამისი განკარგულების შესახებ The Washington Post-მა გამოაქვეყნა, რომელშიც შედის პუნქტი ამერიკულ და უცხოურ კომპანიებს შორის ტრანზაქციების შესაძლო ბლოკირების შესახებ.

ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, Huawei-ს აშშ-ში საქმიანობა დროებით აღუდგინეს. ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ, კომპანიას 90 დღიანი ლიცენზია მისცა.

Comments
Loading...