HUAWEI-სთვის შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!

10

რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 და HUAWEI Mate20 Pro გამოჩნდა. “ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, რომლებიც უმაღლეს მიღწევას წარმოადგენენ ინოვაციურ ტექნოლოგიებში,” – ასეთი შეფასება მოჰყვა HUAWEI Mate20 სერიას, რომელიც საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად.

კითხვის სწავლა, სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ბავშვებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან ჟესტების ენა, პატარები კი, ვერ აკავშირებენ ფურცლებზე არსებულ სიტყვებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს.

კომპანია HUAWEI -მ  არსებული პრობლემის გამარტივება და გამოსწორება ანდროიდში ჩაშენებული სპეციალური აპლიკაციით სცადა. მათ შექმნეს აპლიკაცია StorySign,  რომელიც სმენის არმქონე პატარებს წიგნის კითხვაში დაეხმარება და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ნახატებს ჟესტების ენით გააცოცხლებს.

“მიმართეთ თქვენი ტელეფონი საბავშო წიგნსკენ და აპლიკაცია,  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გადათარგმნის სიტყვებს ჟესტების ენაზე, რომელიც ნაჩვენები იქნება ეკრანზე ავატარის მიერ”, – ნათქვამია ინსტრუქციაში.

სპეციალურად შექმნილი, ანიმაცია-აპლიკაცია მხოლოდ ბავშვებს კი არ ეხმარება კითხვის სწავლაში, არამედ მშობლებსაც შეასწავლის ჟესტების ენას, რათა კომუნიკაცია მათ შორის უფრო გამარტივდეს და უფროსებმა თავადვე უამბონ ზღაპრები ბავშვებს. აპლიკაცია უფასოა და მის ჩასაწერად აუცილებელი არ არის  HUAWEI -ს ტელეფონი გქონდეთ. ამჟამად აპლიკაციას 10 ენის თარგმნა შეუძლია ჟესტების ენაზე, მათ შორის,  ევროპული ენებისაც. თითო ენას ამ ეტაპზე, მხოლოდ 1 წიგნი აქვს ადაპტირებული. სამომავლოდ, დაგეგმილია ზღაპრების დიდი კოლექციის შექმნა.

https://www.facebook.com/HuaweimobileGE/videos/292882534694168/

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზ მეტ ქვეყანაში დაგამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშშიგერმანიაშიშვედეთშირუსეთშიინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთიმათ ძირითად მიმართულებასსმარტფონებისპერსონალური კომპიუტერებისტაბლეტებისა და ქლაუდსერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობატელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურებამომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელიმსოფლიოს მასშტაბით.

Comments
Loading...