Huawei-მ, ამერიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

9

სარჩელის თანახმად, რომელიც ტექსასის სასამრთლოში შევიდა, კომპანია Huawei-ს წარმომადგენლები ასაჩივრებენ არა აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას კომპანიის შავს სიაში შეყვანის შესახებ, არამედ თვითონ კანონს, რომლის მეშვეობითაც ეს მოხდა. ამის შესახებ CNBC წერს.

ჩინური კომპანიის იურისტებს მიაჩნიათ, რომ ნაციონალური უსაფრთხოების კანონის 889-ე პუნქტი ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციას, ვინაიდან ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას იურიდიულ პირებზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. Huawei-ში მიაჩნიათ, რომ თავის დაცვის უფლება აქვთ.

იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კომპანიას გაამართლებს, Huawei-ს ყველანაირი საფუძველი ექნება იმისათვის, რომ გამონაკლისის დაშვებას მიაღწიოს, გამოირიცხოს შავი სიიდან და აშშ-ის ტერიტორიაზე გააგრძელოს საქმიანობა.

Huawei შავ სიაში შეიყვანეს იმ დაშვებით, რომ იგი გარეულია ისეთ საქმიანობაში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან და გარე პოლიტიკასთან. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მას მერე მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა, საკომუნიკაციო ქსელების დაცვის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შემდეგ კი, კომპანიამ Google განაცხადა, რომ ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობას მკაცრად შეზღუდავს. ამის შემდეგ კი, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ჩინურ კომპანიას 90-დღიანი ვადა მისცა, რათა მოახდინოს უკვე არსებული ქსელების მხარდაჭერა და მოწყობილობის პროგრამული მხარდაჭერის განახლება.

Comments
Loading...