HMD Global-მა ღილაკებიანი მობილური ტელეფონი Nokia 106 წარადგინა

9

კომპანიამ HMD Global ღილაკებიანი მობილური ტელეფონი Nokia 106 წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

HMD Global-მა 2016 წელს, Microsoft Mobile-ის ბიზნესის ნაწილის შეძენის შესახებ განაცხადა, რომლის შედეგადაც მას ბრენდი Nokia ერგო.

ახალ ტელეფონს 500 სმს შეტყობინებისა და 2 ათასამდე კონტაქტის შენახვა შეუძლია. ტელეფონი ორ-კარტიანია. ეკრანის დიაგონალი 1,8 დუიმია. მას აგრეთვე აქვს რადიო და ფანარი. მისი ღირებულება კი დაახლოებით 22 აშშ დოლარია.

Comments
Loading...