GWP ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

11

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.

პროექტის ამ ეტაპზე შეიცვალა 2.6 კმ სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 3.8 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ჯივიპი, ხვალ, 20 სექტემბერს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 20 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 21 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილლს; რამიშვილის, თაქთაქიშვილის,არაყიშვილის, მოსაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; აბაშიძის, ფალიაშვილის და რაზმაძის ქუჩების ნაწილს;

Comments
Loading...