Gwp-იმ სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

12

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა.

პროექტის ფარგლებში, წყალსადენისა და წყალარინების 1.1 კმ სიგრძის ქსელი სრულად შეიცვალა. კომპანიამ ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები დაამონტაჟა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პროექტში 70 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. წყალმომარაგების სისტემის განახლების შემდეგ, სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩაზე გზის მოწესრიგებას დაიწყებს და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

Comments
Loading...