Google ოფისების გახსნას 6 ივლისიდან დაიწყებს

26

6 ივლისიდან, ამერიკული კორპორაცია Google ოფისების მუშაობას განაახლებს, რომლებიც კორონავირუსული პანდემიის გამო, მსოფლიოს ყველა ქალაქებში დაიხურა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის გენერალური დირექტორის სუნდარ პიჩაის მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილ წერილში.

პირველ რიგში, თანამშრომლები, რომელთა იქ ყოფნა აუცილებელია, დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. პირველ ეტაპზე, სამუშაო ადგილების დაკავება არ უნდა აღემატებოდეს 10% -ს. გარდა ამისა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და მოხდება შენობების დეზინფექცია.

“სექტემბერში (თუ ამისათვის აუცილებელი პირობები იარსებებს), ჩვენ გავზრდით თანამშრომელთა ბრუნვას სამუშაო ადგილებზე, რაც საბოლოოდ მიაღწევს ოფისის 30%-ს”, – ნათქვამია წერილში.

ამავდროულად, თანამშრომელთა უმეტესობა სახლიდან მუშაობას გააგრძელებს წლის ბოლომდე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის თითოეული თანამშრომელი მიიღებს 1 000 აშშ დოლარს, ან ამ თანხის ექვივალენტს ადგილობრივ ვალუტაში, როგორც აღჭურვილობის ხარჯების ანაზღაურებას.

Comments
Loading...