Google-მა, შეცდომის გამო, 52 მილიონი მომხმარებლის მონაცემების გაჟონვის შესახებ განაცხადა

5

Google-ის თანამშრომლებმა გამოავლინეს და უკვე აღკვეთეს შეცდომა, რომლის გამოც მესამე მხარის დეველოპერებს შეეძლოთ მიეღოთ ზოგიერთი მომხმარებლის შესახებ პირადი ინფორმაცია.

მთლიანობაში, შეცდომის გამო Google+ ის 52,5 მილიონი მომხმარებელი დაზარალდა. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

შეცდომის გამოსწორება მხოლოდ ერთ კვირაში მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესამე მხარის დეველოპერებს შეეძლოთ მოეთხოვათ მიეღოთ მომხმარებლების ვინაობა, ასაკი, საქმიანობა და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

აღნიშნულის მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც კი იყო შესაძლებელი, თუ მომხმარებელს დაფარული ჰქონდა თავისი პროფილი. კომპანიაში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ვერ იპოვნეს კვალი იმისა, რომ ამით ვინმეს ესარგებლა, მესამე მხარის დეველოპერს მომხმარებლის მონაცემები გამოეყენებინა.

ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა, რომ Google+ მნიშვნელოვანი პრობლემების გამო შეწყვეტდა არსებობას. თავიდან Google სოციალური ქსელის სახით ფუნქციონირების შეწყვეტას 2019 წლის აგვისტოში გეგმავდა, თუმცა ნოემბერში მომხდარი ინციდენტის გამო, მას უკვე აპრილში დახურავენ.

Comments
Loading...