Google-მა, კალიფორნიის შტატში, 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფართი შეისყიდა

6

ამერიკულმა კორპორაციამ Google, კალიფორნიის შტატში, ქალაქ მაუნთინ-ვიუში 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საოფისე შენობები შეისყიდა. ამის შესახებ The San Francisco Chronicle წერს.

როგორც გაზეთი წერს, აღნიშნული ინფორმაცია კორპორაციამ მას ოფიციალურად დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორპორაციამ 12 შენობისგან შემდგარი კომპლექსი შეისყიდა, რომლის საერთო ფართი 74 ატას კვ.მ.-ს შეადგენს. აქამდე იქ სოციალური ქსელის LinkedIn შტაბბინა იყო განთავსებული.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე Google-ის მფლობელმა ჰოლდინგმა Alphabet განაცხადა, რომ მესამე კვარტლის მოგება 21%-ით გაიზარდა და 33,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული თანხის ნაწილი Google-მა საკუთარ გაფართოებას მოახმარა. ამგვარად, იმ უძრავი ქონების გარდა, რომელიც კორპორაციას სან-ფრანცისკოში აქვს, მან კიდევ დამატებით 40 ათასი კვ.მ.-ის, 110 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულების უძრავი ქონება შეისყიდა კალიფორნიის სხვა ქალაქ – სან-ხოსეში.

Comments
Loading...