Google-ის სტაჟიორმა, შემთხვევით კომპანიისთვის 10 მლნ დოლარის ღირებულების სარეკლამო ბანერები იყიდა

29

Google-ის ერთ-ერთმა სტაჟიორმა, კომპანიაში მიმდინარე ტრენინგის დროს შეცდომით სხვა ღილაკს დააჭირა, რის გამოც, ბევრ ვებ-გვერდზე და აპლიკაციაზე გაჩნდა ცარიელი სარეკლამო განცხადება, რომელსაც ყვითელი მართკუთხედის ფორმა ჰქონდა. ამის შესახებ Financial Times წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებების ღირებულებამ 10 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინციდენტი მაშინ მოხა, როდესაც თანამშრომლებს უყვებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გესარგებლა კომპანიის შიდა სისტემა Google AdX-ით, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტში, რეალური დროის რეჟიმში სარეკლამო განცხადებების ყიდვა შეგიძლია.

ამ დროს, ერთ-ერთმა სტაჟიორმა-კონსულტანტმა, შემთხვევით დააჭირა განაცხადს, რომელიც კომპანიისთვის 25 აშშ დოლარად სარეკლამო განცხადებების ყიდვას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა კი რეალურ საბაზო ფასს 2-4 აშშ დოლარით აღემატება.

Google-ში დაშვებული შეცდომა მხოლოდ 45 წუთის შემდეგ შენიშნეს. მთელი ამ დროის განმავლობაში კი, სარეკლამო განცხადებები აშშ-ისა და ავსტრალიის მომხმარებლების ინტერნეტში ისახებოდა. მოგვიანებით ბანერები ყველა საიტიდან წაიშალა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან გადაიხადონ თანხა კომპენსაციის სახით, რათა მოაშრონ შეცდომით განთავსებული ყველა სარეკლამო ბანერი.

Comments
Loading...