Google-ის მუშაობაში შეფერხება მოხდა

9

საძიებო სისტემა Google-ის მუშაობაში შეფერხება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Downdetector იუწყება, რომელიც პოპულარული ინტერნეტ-რესურსების ფუნქციონირებას აკვირდება.

Google-ის მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციამ გავრცელება 21 ნოემბერს დაიწყო. პიკის მომენტში რაოდენობა 203-ს შეადგენდა. ჩივილების 62%-ში საუბარი იყო ავტორიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, 38% კი საძიებო სისტემაში შეფერხების შესახებ წერდა.

Downdetector-ის რუკის მიხედვით, რომელიც მომხმარებლების შეტყობინებებზე დაყრდნობით შეიქმნა, შეფერხებები შეეხო აშშ-ს, რუსეთსა და ევროპის რიგ ქვეყნებს. კერძოდ, რესურსის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა მოსკოვში, ლონდონში, დუბლინში, ფრანკფურტი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ვაშინგტონი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო.

Comments
Loading...