Google-ის დამაარსებლებმა კომპანიაში თანამდებობები დატოვეს

4

Google-ის დამაარსებლებმა ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა კომპანია Alphabet-ში თავიანთი თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ხელმძღვანელობა კი Google-ის გენერალური დირექტორის სუნდარ პიჩაის ხელში გადადის.

ფეიჯი Alphabet-ის გენერალური დირექტორი იყო, ხოლო ბრინი -ნ კომპანიის პრეზიდენტი. ამიერიდან კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობა საერთოდ გაუქმდება. ორი დამაარსებელმა განაცხადა, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ Alphabet-ის მუშაობაში, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრები და კომპანიის აქციონერები.

„დღეს, 2019 წელს, კომპანია რომ ადამიანი ყოფილიყო, იგი იქნებოდა 21 წლის ახალგაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგვტოვებდა“, – განაცხადეს ფეიჯმა და გრინმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორივე დამაარსებელი, ბოლო წელს არ დაესწრნენ კომპანიის ღონისძიებებს, კომპანიის წარმომადგენელი ფაქტობრივად გამუდმებით პიჩაი იყო.

სუნდარ პიჩაი 47 წლის არის, იგი უკვე 15 წელი8წადია, რაც კომპანიაში მუშაობს. მას ლიდერის თანამდებობები ეკავა ბრაუზერ Chrome-ის შექმნაში და კურირებდა ოპერაციულ სისტემა Android-ს. შემდეგ Google-ის პროდუქციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, ხოლო Alphabet-ის შექმნის შემდეგ, იგი Google-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ფეიჯმა და ბრინმა Google 1998 წელს დააარსეს. 2015 წელს კომპანის Alphabet-ად რეორგანიზაცია მოხდა.

Comments
Loading...