Google, ბავშვების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებისთვის 170 მლნ აშშ დოლარით დაჯარიმდა

6

კომპანია Google, თავისი ვიდეოჰოსთინგის – YouTube-ის მეშვეობით ბავშვების შესახებ უკანონოდ, მშობლების ნებართვის გარეშე ინფორმაციის შეგროვების გამო 170 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ჯარიმას გადაიხდის.

ეს ყველაზე მოცულობითი ჯარიმაა, რაც კი აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიისთვის ინტერნეტში ბავშვების უფლებების დაცვის დარღვევისთვის გადაუხდიათ.

Google-სა და YouTube-ს აგრეთვე დაევალათ, შეიმუშაონ და აამოქმედონ სისტემა, რომელიც საბავშვო კონტენტის ინდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მათ უნდა აწარმოონ ანგარიში მონაცემების შეგროვების პრაქტიკის შესახებ.

გასულ წელს კონფიდენციალობის დაცვის კოალიციამ აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაში შეიტანა სარჩელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ YouTube კანონის დარღვევით, მშობლებთან შეთანხმების გარეშე აგროვებდა ინფორმაცია არასრულწლოვანების შესახებ და ამ ინფორმაციას რეკლამისთვის იყენებდა.

Comments
Loading...