Google აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, კომპანიის 4,34 მილიარდი ევროთი დაჯარიმებაზე

98

ამერიკული კომპანია Google, ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. გადაწყვეტილებაში კი იგულისხმება, რომ კომპანიამ, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო, ჯარიმის სახით 4,34 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს.

აქამდე კი კომპანიას ბრალი ედებოდა ანდროიდების მწარმოებლებისთვისა და მობილური კავშირების ოპერატორებისთვის უკანონო შეზღუდვების დაწესებაში, კომპანია კი ამ ხერხებით, ბაზარზე საკუთარი დომინანტური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა.

"დღეს ევროსაბჭომ ანდროიდის წინააღმდეგ საკუთარი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც დაიგნორებულია ანდროიდის ბიზნესმოდელის თვისებები და აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ანდროიდის პლატფორმის მობილურები iOS-ს ტელეფონების კონკურენტები არიან, რასაც კომპანიის მიერ გამოკითხულთა 89% ადასტურებს", – აცხადებს პიჩაი.

"ანდროიდმა გაცილებით დიდი არჩევანი შეუქმნა ყველას", – აცხადებს თავის ტვიტერზე კომპანია Google-ის პრესმდივანი ალ ვერნი. მისი თქმით, დინამიური ეკოსისტემა, სწრაფი ინოვაციები და გაცილებით დაბალი ფასები წარმოადგენს საიმედო კონკურენციის კლასიკურ ნიშნებს.

Comments
Loading...