GGU ქარის სადგურების მშენებლობისთვის ენერგოსისტემის მზაობას ელოდება

10

Georgia Global Utilities საქართველოში ჯამურად, 200 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების მშენებლობისთვის მზად არის. ამის შესახებ BM.GE-ს GGU-ს ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

“დღეს გვაქვს მზაობა, რომ 200 მეგავატამდე დავიწყოთ მშენებლობა თბილისთან ახლოს და კასპთან ახლოს.

მოლაპარაკება მიმდინარეობს და როგორც კი სისტემა ტექნიკური კუთხით დაგვიდასტურებს, რომ შეუძლია ეს ენერგია გარკვეულ ქვესადგურებში მიიღოს და გარკვეული ფინანსური გარანტიები შეიძლება იყოს PPP-ის კანონმდებლობის ჩარჩოებში, იმავე წუთს შეგვიძლია, მშენებლობა დავიწყოთ და წელიწადნახევარში, ან ორ წელიწადში ექსპლოატაციაში გავუშვათ ეს, არც თუ ისე პატარა სადგურები”, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

Comments
Loading...