Game Of Thrones შემქმნელებმა HBO დატოვეს და Netflix-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს

7

ტელესერიალ Game Of Thrones შემქმნელებმა დევიდ ბენიოფმა და დენიალ ბრეტ უაისმა HBO დატოვეს და კომპანია Netflix-თან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ New York Times წერს.

კონტრაქტის ღირებულება ცნობილი არ არის, მაგრამ The Hollywood Reporter აღნიშნავს, რომ ეს თანხა 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეთანხმების პირობების მიხედვით, ბენიოფი და უაისი, Netflix-სთვის შექმნიან ახალ კინო და სატელევიზიო პროექტებს. თავიანთ განცხადებაში ისინი მადლობას უხდიან HBO-ს, სადაც მათ 10 წელიწადზე მეტი იმუშავეს და აცხადებენ, რომ მათთვის საამაყოა Netflix-თან სამომავლო თანამშრომლობა.

როგორც The Hollywood Reporter იუწყება, Game Of Thrones-ის შემქმნელები აგრეთვე განიხილავდნენ Disney და Amazon-თან თანამშრომლობას, მაგრამ შემდეგ, კომპანია Netflix-თან გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მათ ასეთი არჩევანი გააკეთეს.

Comments
Loading...