Forever 21-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა

9

ამერიკული ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელმა Forever 21 გაკოტრების შესახებ განაცხადა. ჯერჯერობით რიტეილერი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

Forever 21 აპირებს, რომ დაკეტოს თავისი რამდენიმე მაღაზია, რომლებიც შეერთებულ შტატებშია. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ მაღაზიებს შეეხება ეს კონკრეტულად, ჯერ არ მიღებულა. კომპანია ამ ეტაპზე მოიჯარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გაკოტრების პროცედურა Forever 21-ს შესაძლოა დაეხმაროს წამგებიანი მაღაზიებისგან გათავისუფლებაში და ბიზნესის რეკაპიტალიზაციაში. ამასთან, ზოგიერთი სავაჭრო ცენტრისთვის, რიტეილერის გაბანკროტება შესაძლოა პრობლემად იქცეს, თუკი ცენტრი ტერიტორიის უმსხვილესი მოიჯარეა.

ბრენდი Forever 21 1984 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე კი იგი მსოფლიოში ტანსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელშიც შედის 800-ზე მეტი მაღაზია აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.

Comments
Loading...