Forbes: წელს, მილიარდერებს შორის ყველაზე დიდი მოგება – 27,9 მლრდ აშშ დოლარი ჯეფ ბეზოსმა ნახა

29

ჟურნალმა Forbes-მა, 2018 წლის მილიარდერებს შორის “გამარჯვებულები” და “დამარცხებულები” გამოავლინა. ჟურნალმა შეაჯამა ყველაზე დიდი დანაკარგები და მოგებები.

ყველაზე კარგი წელიწადი Amazon-ის დამაარსებელ ჯეფ ბეზოსს ჰქონდა – მისმა მოგებამ წელს 27,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქონების საერთო მოცულობამ – 127,2 მილიარდი აშშ დოლარი

მეორე ადგილს ტანისამოსის ბრენდის Uniqlo დამაარსებელი ტადასი იანაი იკავებს, რომლის მოგებამაც წელს 7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალიზაციამ – 27,1 მილიარდი აშშ დოლარი

მესამე ადგილს კომპანია “ლუკოილის” პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი იკავებს. მისმა წლევანდელმა მოგებამ 4,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საერთო მოგებამ – 19,5 მილიარდი აშშ დოილარი

მეოთხე ადგილზეა მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი. მისი მოგება წელს 4,6 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო საერთო ქონება 19,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მეხუთე ადგილზეა კომპანია “ნოვატეკის” თანამფლობელი ლეონიდ მიხელსონი. მისმა წლევანდელმა მოგებამ 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საერთო ქონება 21,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

Comments
Loading...