Forbes-მა უმდიდრესი იაპონელების რეიტინგი გამოაქვეყნა

22

უმდიდრესი იაპონელების ახალი რეიტინგის ლიდერად Forbes-მა ტადასი იანაი დაასახელა.

მისი ოჯახის ქონება 24,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. იგი Uniqlo-ს დამაარსებელია. მის ქონებას Forbes-ი 2016 წლიდან მოყოლებული აფასებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში, იაპონელი მილიარდერის ქონება 5,6 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

რეიტინგის მეორე ადგილს Softbank-ის ხელმძღვანელი მასაიოსი სონი (24 მილიარდი აშშ დოლარი) იკავებს.

მესამე ადგილზეა კომპანია Keyence-ის მფლობელი ტაკემიცუ ტაკიძაკი (18,6 მილიარდი აშშ დოლარი).

Forbes წერს, რომ ბოლო ერთი წლის გამავლობაში, 50 უმდიდრესი იაპონელიდან 31-მა თავიანთი ქონების ნახევარი დაკარგეს. თუკი გასულ წელს, იაპონელი მილიარდერების საერთო კაპიტალი 186 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 178 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

Comments
Loading...