Forbes-მა რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგი გამოაქვეყნა

13

Forbes-ის რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების ახალი რეიტინგის ლიდერი წელს ლეონიდ მიხელსონმა დაიკავა. “სიბურას” და ნოვატეკის უმსხვილესი აქციონერის ქონება ჟურნალმა 24 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.

მეორე ადგილს იკავებს НЛМК-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმირ ლისინი, რომლის ქონებაც 21,3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. მას მოსდევს კომპანია “ლუკოილის” პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი 20,7 მილიარდი აშშ დოლარით.

მეოთხე ადგილზეა “სევერსტალის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მორდაშოვი 20,5 მილიარდი აშშ დოლარით, ხოლო მეხუთე ადგილზეა გენადი ტიმჩენკო 20,1 მილიარდი აშშ დოლარით.

უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების რეიტინგში ასევე შევიდნენ “ნორილსკის ნიკელის” პრეზიდენტი ვლადიმირ პოტანინი 18,1 მილიარდი აშშ დოლარით, ალფა-ბანკის უმსხვილესი აქციონერი მიხაილ ფრიდმანი 15 მილიარდი აშშ დოლარით, “ევროხიმის” თანამფლობელი ანდრეი მელნიჩენკო 13,8 მილიარდი აშშ დოლარით, USM Holdings-ის დამაარსებელი ალიშერ უსმანოვი 12,6 მილიარდი აშშ დოლარით და Millhouse-ის მფლობელი რომან აბრამოვიჩი 12,4 მილიარდი აშშ დოლარით.

რუსეთის უმდიდრესი ქალი კი ელენა ბატურინაა, რომელსაც რეიტინგში 81-ე ადგილი უჭირავს 1,2 მილიარდი აშშ დოლარით.

Comments
Loading...