Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების რეიტინგის ლიდერი როჯერ ფედერერია

9

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნული რეიტინგის ლიდერი, უკვე მე-14-ე წელია, რაც შვეიცარელი როჯერ ფედერერია.

2018 1 ივნისიდან 2019 წლის 1 მაისამდე პერიოდში როჯერ ფედერერმა ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდული 93,4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ფედერერის შემოსავალი თითქმის 16 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

60 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გამომუშავება როჯერ ფედერერმა სპონსორების მეშვეობით მოახერხა. მისი სპონსორების რიგებში არიან Credit Suisse, Mercedes-Benz, Rolex, Moet & Chandon და კიდევ სხვა კომპანიები.

რეიტინგის მეორე ადგილს სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი იკავებს, რომელმაც წლის განმავლობაში 50,6 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება მოახერხა. აქედან 30 მილიონი აშშ დოლარი მას სპონსორებმა მოუტანა, რომელთა რიგებში არიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის Lacoste, Head, Asics და Seiko.

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების რეიტინგის ხუთეულში აგრეთვე მოხვდა იაპონელი კეი ნისიკორი 37,3 მილიონი აშშ დოლარით, ესპანელი რაფაელ ნადალი 35 მილიონი აშშ დოლარით და სერენა ვილიამსი 29,2 მილიონი აშშ დოლარით.

მათ კი მოსდევს იაპონელი ნაომი ოასაკა 24,3 მილიონი აშშ დოლარით, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 11,8 მილიონი აშშ დოლარით, გერმანელი ანჟელიკა კერბერი 11,3 მილიონი აშშ დოლარით, რუმინელი სიმონა ჰალეპი 10,2 მილიონი აშშ დოლარით და ამერიკელი სლოან სტივენსი 9,6 მილიონი აშშ დოლარით.

Comments
Loading...