Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, 30 წლამდე ცნობილი ადამიანების რეიტინგის ლიდერი კაილი ჯენერია

17

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes შეადგინა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგი, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 30 წელი.

რეიტინგის ლიდერი 21 წლის მოდელი, კიმ კარდაშიანის უმცროსი და კაილი ჯენერია. რეალითი სატელევიზიო შოუს “კარდაშიანების ოჯახის” მონაწილემ 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე თავისი კოსმეტიკური ხაზის Kylie Cosmetics მეშვეობით 166,5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისი ქონება 900 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. ამის მეშვეობით მან რეიტინგში 9 საფეხურით აიწია გასული წლის რეიტინგთან შედარებით, როდესაც მისი ქონება 41 მილიონ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

მეორე ადგილს ბრიტანელი მუსიკოსი, 27 წლის ედ შირანია. მან თავისი ქონების დიდი ნაწილი მსოფლიო ტურნეს მეშვეობით მოიპოვა. მისი საერთო რაოდენობა 110 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილზე 26 წლის თავდამსხმელი ნეიმარია, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ 90 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. ხუთწლიანი კონტრაქტი, რომელიც ფეხბურთელმა გააფორმა 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის არის და 2022 წელს იწურება. გარდა საფეხბურთო კარიერისა, ნეიმარი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის Nike, Red Bull და მრავალი სხვა.

მეოთხე ადგილს 28 წლის ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი იკავებს. მისმა შემოსავალმა გასულ წელს 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სვიფტისა და ჯენერის გარდა, მთელს რეიტინგში მეტი ქალი არ გვხვდება.

ტოპ-ათეულში აგრეთვე მოხვდა კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი (46,4 მილიონი აშშ დოლარი), მუსიკოსი დრიუ თაგარტი (The Chainsmokers, 45,5 მილიონი აშშ დოლარი), მექსიკელი ბოქსიორი საულ ალვარესი (44,5 მილიონი აშშ დოლარი), ამერიკელი ფეხბურთის მოთამაშე დერეკ კარი (42,1 მილიონი აშშ დოლარი) და გოლფის მოთამაშე ჯორდან სპიტი (41,2 მილიონი აშშ დოლარი).

Comments
Loading...