Forbes-ის უმსხვილესი გლობალური საჯარო კომპანიების რეიტინგის ლიდერი ჩინური ბანკი ICBC-ია

7

Forbes-ის უმსხვლესი გლობალური საჯარო კომპანიების 2019 წლის რეიტინგის – Forbes Global 2000 პირველ ადგილს ჩინური ბანკი ICBC იკავებს. ტოპ-10-ეულში ყველაზე მეტი სწორედ ჩინური კომპანია მოხვდა, ამერიკული კი – 4 (JPMorgan Chase, Bank of America, Apple, Wells Fargo). მე-9-ე ადგილს იკავებს ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია Shell.

საერთო ჯამში კი, რეიტინგში ყველაზე მეტი ამერიკული კომპანიაა – სულ 575. მას მოსდევს ჩინური და ჰონგ-კონგური – 309. მესამე ადგილზეა იაპონური კომპანიები, სულ 223.

რუსული კომპანიები Polyus Gold, “აეროფლოტი” და “ურალკალი” უმსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგიდან – Forbes Global 2000 გამოვარდნენ. 2018 წელს ისინი 1552-ე, 1932-ე და 1993-ე ადგილებს იკავებდნენ. ახლა აღნიშნულ სიაში 25-ის ნაცვლად 22 რუსული კომპანია დარჩა.

სიის პირველ ასეულში 4 რუსული კომპანია აღმოჩნდა. მათ შორის ლიდერი უკვე მეოთხედ კომპანია “გაზპრომი” გახდა. კომპანიას რეიტინგში 40-ე ადგილი უჭირავს. მეორე ადგილზეა, უკვე მესამედ, “სბერბანკი”, რომელსაც რეიტინგში 47-ე ადგილი უკავია. მესამე კი კომპანია “როსნეფტია”, რომელმაც რეიტინგში 52-ე ადგილი დაიკავა. რუსეთის მეოთხე უმსხვილესი კომპანია, რეიტინგის თანახმად, “ლუკოილი” აღმოჩნდა, რომელმაც, მიმდინარე წელს ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია და სიაში 97-ე ადგილი დაიკავა. მეხუთე ადგილზეა კომპანია “სურგუტნეფტგაზი”, რომელსაც რეიტინგში 330-ე ადგილი უკავია.

რეიტინგში აგრეთვე აღმოჩნდნენ ისეთი რუსული კომპანიები, როგორიც არის “ტრანსნეფტი” (386-ე ადგილი), “ვითიბი” (471-ე დგილი), “ნოვატეკი” (მე-500-ე ადგილი), “ტატნეფტი” (524-ე ადგილი), “ნორილსკი ნიკელი” (574-ე ადგილი), “როსსეტი” (767-ე ადგილი), ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი (791-ე ადგილი), “სევერსტალი” (925-ე ადგილი).

Comments
Loading...