Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერი Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტი გახდა

8

კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ახალი ლიდერი გახდა. მან გაუსწრო კომპანია Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს.

ბერნარ არნოს და მისი ოჯახის ქონებამ, ჟურნალის შეფასების მიხედვით, 117 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ბეზოსის – 115,6 მილიარდი აშშ დოლარი.

რეიტინგის მესამე ადგილზე გავიდა კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი 110,6 მილიარდი აშშ დოლარით, ხოლო მას მოსდევს უორენ ბაფეტი 90,6 მილიარდი აშშ დოლარით. ხუთეულს კი ხურავს მარკ ცუკერბერგი 82,2 მილიარდი აშშ დოლარით.

ეს არის პირველი შემთხვევა 2020 წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული რეიტინგის ლიდერი შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბესოსი ქონების შემცირება კომპანიის კოტირებების 0,7%-ით დაცემასთან არის დაკავშირებული, ხოლო LVMH-ის ფასიანი ქაღალდები კი პირიქით, ამავე რაოდენობით გაიზარდა.

Bloomberg-ი კი 2019 წლის ბოლოს აღნიშნავდა, რომ არნოს, მტელი წლის განმავლობაში, ქონება ყველა სხვა დანარჩენ მილიარდერზე მეტად გაეზარდა და სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კიდევ 36,5 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა.

Comments
Loading...