Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, Jay-Z მსოფლიოს უმდიდრესი რეპერი გახდა

6

Forbes-ის მიხედვით, შონ კარტერის, იგივე Jay-Z-ის ქონება 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გარდა თავისი კარიერისა, რეპერს შემოსავალი აგრეთვე აქვს შამპანურისა და კონიაკის მწარმოებელი კომპანიიდან და Uber-დან, რომელშიც მუსიკოსმა თავისი ფული დააბანდა.

შედეგად, Jay-Z მსოფლიოს ყველაზე მდიდარი რეპერია. გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ არასწორი იქნება, თუკი მისი ქონების დათვლისას არ გავითვალისწინებთ მის მეუღლეს, მომღერალ ბიონსეს. მათი ქონება ერთობლივად 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

იმის შესახებ, რომ Jay-Z მილიარდერი გახდა, გამოცემა თვის დასაწყისში წერდა.

რაც შეეხება სხვა რეპერებს, Dr. Dre, გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 800 მილიონი აშშ დოლარის ქონების მფლობელია და რეიტინგის მეორე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის განმავლობაში მან ბოლო ტრანში კომპანია Apple-სგან, ყურსასმენების სერია Beats by Dr. Dre-ის შედეგად მიიღო, რომელიც რეპერმა ჯერ კიდევ 2014 წელს გაყიდა. ბოლო დროს იგი მუსიკით აქტიურად დაკავებული აღარ არის და გადაწყვიტა, რომ ფული სხვადასხვა პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჩადოს. Dr. Dre მსოფლიო უმდიდრესი რეპერი 2018 წლის მარტამდე იყო.

რეიტინგის მესამე ადგილზე P. Diddy გავიდა, მის ქონებას გამოცემა 740 მილიონ აშშ დოლარად აფასებს. მისი ქონების ძირითადი ნაწილი მუსიკისგან კი არა, არამედ სპირტიანი სასმელების წარმოებიდან აქვს. იგი ფრანგული წარმოების არყის Ciroc თანამფლობელია.

მეოთხე ადგილს კანიე ვესტი იკავებს. მისი ქონება 240 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე წლის განმავლობაში მან გაწყვიტა Nike-თან კონტრაქტი და Adidas-თან გააფორმა ხელშეკრულება. მან ფეხსაცმლის საკუთარი ხაზის შემუშავება დაიწყო, რომელსაც Yeezy ჰქვია.

რეიტინგის მეხუთე ადგილზე კანადელი დრეიკია, რომლის ქონებამა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მოიმატა და ამ ეტაპზე 150 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც მისი ზოგიერთი კოლეგა, დრეიკმაც ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში ჩადო ფული. მისი წარმოების არის ვისკის ბრენდი Virginia Black.

Comments
Loading...