Forbes-ის ათწლეულის უმდიდრესი მუსიკოსების რეიტინგის ლიდერი Dr. Dre გახდა

11

ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, Forbes-ის მიხედვით, იგი ათწლეულის ყველაზე მაღალანზღაურებადი მუსიკოსი გახდა. მან აღნიშნული დროის განმავლობაში 950 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგის მეორე ადგილი კი ტეილორ სვიფტმა, 825 მილიონი აშშ დოლარით დაიკავა, მესამე ადგილზეა მომღერალი ბიონსე 685 მილიონი აშშ დოლარით. ტეილორ სვიფტი აგრეთვე გახდა 2019 წლის ყველაზე მდიდარი მუსიკოსი, მან წლის განმავლობაში 185 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგი კი სრული სახით ასეთია:

1. Dr. Dre – 950 მილიონი აშშ დოლარი;
2. ტეილორ სვიფტი – 825 მილიონი აშშ დოლარი;
3. ბიონსე – 685 მილიონი აშშ დოლარი;
4. U2 – 675 მილიონი აშშ დოლარი;
5. Diddy – 605 მილიონი აშშ დოლარი;
6. ელტონ ჯონი – 565 მილიონი აშშ დოლარი;
7. Jay-Z – 560 მილიონი აშშ დოლარი;
8. პოლ მაკარტნი – 535 მილიონი აშშ დოლარი;
9. კეტი პერი – 530 მილიონი აშშ დოლარი;
10. ლედი გაგა – 500 მილიონი აშშ დოლარი.

Forbes აგრეთვე აღნიშნავს, რომ Dr. Dre-ს, 2015 წლის შემდეგ ახალი ალბომი არ გამოუშვია და ტურნეში საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, არ ყოფილა. თუმცა მაინც მოახერხა და ყველა დანარჩენ ვარსკვლავს გაუსწრო, რაც ძირითადად იმის დამსახურებაა, რომ იგი კომპანია Beats-ის 20%-იანი წილსი მფლობელია. აღნიშნული კომპანია ყურსასმენებს აწარმოებს.

Comments
Loading...